რუსთავში ჩატარდა ჩვიდმეტ ტურიანი წრიული!

რუსთავში ჩატარდა ჩვიდმეტ ტურიანი წრიული!

2017 წლის 5 ნოემბერს, საჭადრაკო კლუბ “რუსთავის” ორგანიზებით, ქ. რუსთავში ჩატარდა ტრადიციული რეიტინგ ბლიც – ტურნირი Open Rustavi Sunday (Blitz-57), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულმა ჩვიდმეტმა მოჭადრაკემ. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით, 17 ტურად (თითოეულმა ითამაშა 16 პარტია). 

13,5 ქულით გაიმარჯვა რუსთავის საკვირაო ბლიცების მრავალგზის ჩემპიონმა ნიკა ვოლკოვმა. მეორე ადგილზე, 12,5 ქულით გავიდა საერთაშორისო ოსტატი გიორგი სიბაშვილი. თორმეტ-თორმეტი ქულით მესამე-მეოთხე გაინაწილეს ნოდარ ლორთქიფანიძემ და ნიკოლოზ ჩხაიძემ

რეიტინგ კატეგორიაში ადგილები განაწილდა შემდეგნაირად: 2300 -მდე  – ნიკოლოზ ჩხაიძე, 2100-მდე  – თენგიზ მინდიაშვილი, 1800-მდე  – ლევან ფროდიაშვილი. 

Open Rustavi Sunday (Blitz-57)
Open Rustavi Sunday (Blitz-57)

ტურნირის დანარჩენი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

ფოტოგალერეა

შემდეგი ბლიც-ტურნირი ჩატარდება კვირას, 12 ნოემბერს, 15:00 -სთ-ზე. 
მისამართი: ქ. რუსთავი, ფიროსმანის 7

 

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.