საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი-2018

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი-2018

Batumi Chess Olympiad 2018
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სურვილების დაფა

2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, ქალაქ ბათუმში გაიმართება დიდ-მასშტაბური ღონისძიება, “მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 189 ქვეყანა. საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, 4000-მდე სპორტსმენის მონაწილეობით. 

ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.  

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადოს ოფიციალური წარდგენა:
 

გააკეთე სვლა – გახდი მოხალისე! 

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მოხალისეებად იწვევს ყველაზე მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებს (18-30 წელი). 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ასევე, რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ამ ბმულს. 

გააკეთე სვლა - გახდი მოხალისე!
წყარო:

ოლიმპიადის ოფიციალური საიტი
ოლიმპიადის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.