Photo By Anastasya Karlovich

ევროპის საკლუბო თასი – 2017

ევროპის საკლუბო თასი – 2017

Photo By Anastasia Karlovich
ფოტოს ავტორი – ანასტასია კარლოვიჩი

თურქეთში, ანტალიაში, მიმდინარეობს  ევროპის ღია 33-ე საჭადრაკო საკლუბო თასი-2017 და ევროპის ქალთა 22-ე  საჭადრაკო საკლუბო თასი-2017, რომელშიც ასპარეზობს მამაკაცთა 36 და ქალთა 12 გუნდი.

ქალთა საკლუბო თასში მონაწილეობას ღებულობს ქართული საჭადრაკო კლუბი “ნონა”(ბათუმი), რომლის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო დიდოსტატები: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და საერთაშორისო ოსტატი სალომე მელია.

მე-6 ტურში “ნონამ” დაამარცხა კლუბი “SHSM Legacy Square Capital” (რუსეთი), ანგარიშით 1:3 და 6 ტურის შემდეგ 5 ქულით პირველ ადგილზეა.

ხვალ, 14 ოქტომბერს, მე-7 ტურში ქართველები შეეჯიბრებიან  რუმინეთის გუნდს – “Cs Studentesc Medicina Timisoara”-ს.

პირდაპირ ეთერში, პარტიებსა და კომენტარებს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ  chess24-ზე, თბილისის დროით 16:00 სთ-ზე.

ტურნირი დასრულდება 15 ოქტომბერს.
ოფიციალური საიტი

ტექნიკური შედეგები იხილეთ აქ.

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.