ფიდეს 88-ე კონგრესი

ანტალიაში მიმდინარეობს ფიდეს 88-ე კონგრესი (7-15 ოქტ), რომელიც ორგანიზებულია თურქეთის საჭადრაკო ფედერაციის მიერ და ესწრებიან FIDE-ს აღმასრულებელი და საპრეზიდენტო საბჭო, FIDE -ს კომისია, დელეგატები და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციები.
ამ კონგრესზე, ქართველ მოჭადრაკეს, ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დაუმტკიცდა!

ასევე, “საჭადრაკო კლუბ ნონას” მენეჯერს, საერთაშორისო არბიტრს მარიკა ჯაფარიძეს მიენიჭა საერთაშორისო არბიტრის უმაღლესი, “ა” (A) კატეგორია. მარიკა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა “ა” კატეგორიის არბიტრია.
ვულოცავთ ორივეს და ვუსურვებთ წარმატებებს!
Facebook Comments