საქართველოს 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

I ლიგა დასრულდა

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა დასრულდა

საქართველოს 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა
ფოტოს ავტორი: სოფიკო ნიკოლაძე http://gcf.org.ge

გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 48 მოჭადრაკე. 

გიგამ არსებული 9 ტურიდან 7 ქულა დააგროვა. შემდეგი ადგილები 6,5 – 6,5 ქულით გაინაწილეს თორნიკე სანიკიძემ, დავით მაღალაშვილმა, ბაჩანა მორჩიაშვილმა, კონსტანტინე შანავამ და თამაზ მგელაძემ. აქედან, ბუჰგოლცის კოეფიციენტით, უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა სანიკიძემ (მე-2 ადგილი), მაღალაშვილმა (მე-3 ადგილი) და მორჩიაშვილმა (მე-4 ადგილი). 

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი ჩატარდება 2018 წელს. 

ტექნიკური შედეგები

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.