Tamar Khmidashvili

თამარ ხმიადაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!

თამარ ხმიადაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!

Tamar Khmidashvili
თამარ ხმიადაშვილი

იტალიაში დასრულდა ოცდამეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატმა თამარ ხმიადაშვილმა, რომელმაც ქალ სენიორთა (+65 წელი) კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა! ამავე ტურნირში, მეორე ადგილზე გავიდა საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი. ორივე ქალბატონმა ცხრიდან შვიდ-ნახევარი ქულა აიღო, თუმცა ჩემპიონობა თაიბრეიქის კოეფიციენტმა გამოავლინა. აღსანიშნავია ასევე, რომ ქალბატონი თამარი აქამდე ოთხჯერ (1998, 1999, 2003, 2010 წლებში) იყო მსოფლიო ჩემპიონი!

 

ჩემპიონატში ასევე ასპარეზობდნენ სხვა ქართველი მოჭადრაკეებიც +50 წლოვან სენიორ ვაჟთა კატეგორიაში: ზურაბ სტურუა (მეოთხე ადგილი), გიორგი ბაღათუროვი (მეხუთე ადგილი), ვარლამ ვეფხვიშვილი (მეთვრამეტე ადგილი), გიორგი ხომერიკი (ოცდამეთერთმეტე ადგილი). სულ მონაწილეობდა ოთხმოცდათხუტმეტი მოჭადრაკე. 

მსოფლიო ჩემპიონატი სენიორებში. დაჯილდოება
დაჯილდოების ცერემონიალი

50 წლიდან ზემოთ სენიორ ქალთა კატეგორიაში ქალთა საერთაშორისო ოსტატმა, ციალა ქასოშვილმა დაიკავა მეთერთმეტე ადგილი. 

მსოფლიო ჩემპიონს დახვდნენ მოსწავლეები
მსოფლიო ჩემპიონს, ქალბატონ თამარ ხმიადაშვილს აეროპორტში დახვდნენ მისი მოსწავლეები

ტურნირის ოფიციალური საიტი

ყველა ფოტოსურათი აღებულია facebook-ის გვერდიდან. 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.