ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონია!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონია!

ანტალიაში დასრულდა 2017 წლის ევროპის საჭადრაკო საკლუბო ჩემპიონატი. ბოლო ტურში, საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ყაიმით დაასრულა შეხვედრა რუმინეთის გუნდთან (ანგარიში 2:2) და უკვე მესამედ, მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული!   🏆

ქართული კლუბის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონოვალი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.

ვულოცავთ გუნდის წევრებსა და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!

ტექნიკური შედეგები

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.