ნონა გაფრინდაშვილის თასი 2017

საერთაშორისო  საჭადრაკო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი – 2017”

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი-2017” ჩატარდება 12-21 ნოემბერს, ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში.

გადმოიწერეთ დებულება

Nona Gaprindashvili Cup-2017 Regulations in English

A ღია ტურნირში დაიშვებიან GM, IM, WGM, WIM წოდებიანი მოჭადრაკეები და ასევე,  ფიდეს რეიტინგით 1801 და მეტი.

B ღია ტურნირში – რეიტინგით 1800 და ნაკლები, ყველა ურეიტინგო მოჭადრაკე.

ნონა გაფრინდაშვილის თასი 2017

საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

A ღია ტურნირში დაჯილდოვდება პირველი 10 გამარჯვებული ვაჟი და 5 გამარჯვებული ქალი. 3-3 პრიზი განაწილდება ქალ და მამაკაც სენიორებზე, ასევე, ფულად პრიზებს მიიღებენ 20 წლამდე ჭაბუკები და გოგონები.

B-ტურნირში ვაჟების პირველი ხუთეული, ხოლო ქალების პირველი სამეული მიიღებს ფულად პრიზს. ასევე დაჯილდოვდებიან  სენიორი ქალები და მამაკაცები და გარდა ამისა, 16, 14, 12 წლამდე ჭაბუკები და გოგონები.

რეგისტრაცია იწარმოებს 12 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

გადმოიწერეთ სრული დებულება აქ

საწევრო შესატანის წინასაწარი ანგარიშსწორება იწარმოებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის შემდეგ ანგარიშზე:
ააიპ “საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია”
საიდენტიფიკაციო კოდი – 203845385
სს “თიბისი ბანკი”
ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL;
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22.

 

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.