ნონა გაფრინდაშვილის თასი 2017

ნონა გაფრინდაშვილის თასი – 2017 დასრულდა!

ნონა გაფრინდაშვილის თასი – 2017 დასრულდა!

ნონა გაფრინდაშვილის თასი 2017ქ. თბილისში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი – ნონა გაფრინდაშვილის თასი, რომელიც მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. თასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე უცხო ქვეყნის მოჭადრაკეებიც (ბრაზილია, რუსეთი, სომხეთი, ირლანდია, აშშ, მალაიზია).

ღია “ა” ტურნირში ორმოცდათვრამეტი, ხოლო ღია “ბ” – ში – სამოცდაცხრა მოჭადრაკე ასპარეზობდა. 

თასი დასრულდა 21 ნოემბერს და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 

ღია “ა” ტურნირის გამარჯვებული გახდა საერთაშორისო დიდოსტატი პარავიან დავიდი (რუსეთი) რვა ქულით, მეორე ადგილი დაიკავა საერთაშორისო დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ (საქართველო), რომელმაც  ცხრა არსებული ტურიდან აიღო შვიდი ქულა. მესამეზე გავიდა ასევე ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილი, 6,5 ქულით. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთნაირი ქულები დააგროვეს დავით მაღალაშვილმა, ლუკა პაიჭაძემ, ირაკლი ბერაძემ და ნორაირ ტოროსიანმა, თუმცა მათი ადგილები განისაზღვრა ბუჰგოლცის თაიბრეიქით. 

ღია “ა” ტურნირის ქალთა საპრიზო სამეული ასე გამოიყურება: 

I – ანა გავაშელი (5 ქულა)
II – თამარ წერეთელი (5 ქულა)
III – ინგა ხურცილავა (5 ქულა)

ღია “ბ” ტურნირში ცხრიდან შვიდ-შვიდი ქულა დააგროვა ხუთმა მოჭადრაკემ. კოეფიციენტით, თასის მფლობელი გახდა ანდრია ლოლაძე! მეორეზე – კამო ავეტისოვი, ხოლო მესამეზე ლაშა ჭანტურია გავიდა. 

ქალებში გაიმარჯვა ლილე ქორიძემ (7 ქულა), მეორე ადგილი დაიკავა ეკატერინე ფიფიამ (6 ქულა), მესამე  – ანასტასია სიდამონიძეს ერგო (6 ქულა). 

ტურნირის ორგანიზატორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. 

დირექტორი: ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. 

ტექნიკური შედეგები: 
ღია “ა” ტურნირი
ღია “ბ” ტურნირი
პარტიები იხილეთ აქ. 

ტურნირის ოფიციალური გვერდი

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.