ლიჩელი ლუკა-ნაჭყებია ლუკა

Open Rustavi Sunday (Blitz-58)

Open Rustavi Sunday (Blitz-58)

ლიჩელი ლუკა-ნაჭყებია ლუკა
Open Rustavi Sunday (Blitz-58)

საჭადრაკო კლუბ “რუსთავის” ორგანიზებით, 12 ნოემბერს ქ. რუსთავში ჩატარდა ტრადიციული, რიგით 58-ე ბლიც-ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა თორმეტმა მოჭადრაკემ. ჩატარდა ორ წრედ, ოცდაორ ტურად. 

ოცდაორი ტურიდან, ოც-ოცი ქულით პირველი-მეორე გაინაწილეს ნიკა ვოლკოვმა და ირაკლი ახვლედიანმა. ბერგერის კოეფიციენტით გამარჯვებული გახდა ვოლკოვი. 17,5 ქულით მესამეზე გავიდა ნოდარ ლორთქიფანიძე. 

ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებულები რეიტინგ-კატეგორიებში: 1900-მდე – აკაკი ზარდიაშვილი, ხოლო 1700-მდე – ლუკა ნაჭყებია. 

ოფიციალური საიტი

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

მომდევნო ბლიც-ტურნირი ჩატარდება შემდეგ კვირას, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე. 
მისამართი: ქ. რუსთავი, ფიროსმანის 7, რუსთავის ჭადრაკის კლუბი.

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.