საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა დაიწყო!

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა დაიწყო!
ჭადრაკის სასახლე თბილისი

დღეს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 47 მოჭადრაკე,  მათ შორის ოთხი საერთაშორისო დიდოსტატი (თორნიკე სანიკიძე, კონსტანტინე შანავა, გიგა ყუფარაძე, დავით მაღალაშვილი), ორი საერთაშორისო ოსტატი (ირაკლი ბერაძე, ბაჩანა მორჩიაშვილი), ოთხი ფიდეს ოსტატი (ნოე თუთისანი, ნიკოლოზ ჩხაიძე, თამაზ მგელაძე, ავთანდილ გიორგაძე), ქალთა საერთაშორისო ოსტატი ალექსანდრა ვახანია და ქალთა ფიდეს ოსტატი ნატა ჯიბუტი. 

ტურნირი გაგრძელდება ცხრა დღე და დასრულდება 3 ნოემბერს (გათამაშდება დღეში თითო პარტია). პირველ ოთხ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ საგზურს საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ. 

ტექნიკური შედეგები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ტურნირის ოფიციალური საიტი

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.