საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა დაიწყება 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში. ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რეიტინგით 2200-დან ზევით და ასევე, წოდებიანები (WFM, WIM, WGM, FM, IM, GM) 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით.

გარდა ამისა, ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას 1-ლი ლიგის შესარჩევიდან გასული 1-10 მოჭადრაკე, ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებულები და რეგიონებიდან პირველი სამეულის პრიზიორები.

ტურნირი დამთავრდება 3 ნოემბერს.

I ლიგიდან გასული 1-4 მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესს ლიგაში.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

დებულება შეგიძლიათ გადმოიწეროთ აქედან: საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგის დებულება

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.