თემურ ლომაიას მემორიალი დასრულდა

თემურ ლომაიას მემორიალი (2017)

თბილისში დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული თემურ ლომაიას მემორიალი (2017), რომელშიც მონაწილეობა იღებდნენ 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეები.

ჩატარდა რამოდენიმე ტურნირი სხვადასხვა ასაკის კატეგორიაში: 8, 10, 12, 14 და 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, 7 ტურად. 

8 წლიანებში გამარჯვებული გახდა გიორგი გოგოლაშვილი, მეორეზე გავიდა გიორგი ბექაური, ხოლო მესამე დაიკავა გიორგი ნასარიძემ. 

8 წლიან გოგონებში, 5-5 ქულით 1-4 გაიყვეს ანასტასია ზარქუამ, ლიზი ზარიძემ, მარიამ ჭეჭელაშვილმა და ქეთევან წოწორიამ. საუკეთესო კოეფიციენტი აღმოაჩნდა ზარქუას, რის შედეგადაც იგი პირველზე გავიდა. მეორეზე -ზარიძე, რომელმაც რეგრესით აჯობა ჭეჭელაშვილს, შესაბამისად, ჭეჭელაშვილმა მესამე დაიკავა.

10 წლიანი ჭაბუკების საპრიზო სამეული ასე გამოიყურება: 
1. დავით ლომთაძე
2. დენიელ საფაროვი
3. გიორგი სანიკიძე 

10 წლიან გოგონებში კი:
1. ანა მაჭარაშვილი
2. მარიამ გაბელაია
3. ანა შერაზადიშვილი

რაც შეეხება 12 წლიან მოჭადრაკეებს, 5,5-5,5 ქულით პირველი ოთხი ადგილი გაიყვეს: დავით ქოთოლაშვილმა, ზურა ბურჯანაძემ, ზურაბ გონგილაშვილმა და თორნიკე კუპატაძემ. პროგრესით პირველი ადგილი დაიკავა ქოთოლაშვილმა, მეორე-ბურჟანაძემ და მესამე-გონგილაშვილმა. 

12 წლიან გოგონებში, 4,5-4,5 ქულით პირველი-მეორე გაიყვეს მარიამ დოლაქიძემ და ანა შერაზადიშვილმა, ხოლო კოეფიციენტით მარიამი პირველზე გავიდა. მესამე დაიკავა მარიამ გვათუამ. 

დანარჩენი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
შედეგები. 

 

 

Facebook Comments
 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.